საქართველოს პრეზიდენტი სხვა ქვეყნების იტერესებს ატარებს - "ხალხის ძალამ" ზურაბიშვილი აგენტად გამოაცხადა

29.05.23 13:24
საქართველოს პრეზიდენტი სხვა ქვეყნების იტერესებს ატარებს - "ხალხის ძალამ" ზურაბიშვილი აგენტად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი სხვა ქვეყნების ინტერესებს ატარებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალას" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საუბრობს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი რეალობას აცდენილია და თუკი არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მას სერიოზული პრობლემები ექნება. 

საქართველოს პრეზიდენტს, ხშირ შემთხვევაში, ავიწყდება ხოლმე რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, როდესაც განცხადებებს აკეთებს, იმიტომ, რომ მის განცხადებებში არის სულ გათვალისწინებული სხვა ქვეყნის ინტერესები, სხვა ძალების, მათ შორის, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესები და საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესებზე არ აქვს ხოლმე საუბარი. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი აცდენილია რეალობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ზეპარტიული თანამდებობა ბოლომდე მივიდეს 2024 წლის შემოდგომამდე. მას პირადად ექნება ძალიან დიდი პრობლემები იმ შემთხვევაში თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მაგრამ მაინც დავიტოვოთ იმედი, რომ მიუხედავად ასეთი არასწორი და არაადეკვატური განცხადებებისა, ის არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანასაც ვნებს, საზოგადოებასაც ვნებს, - ამბობს მაჭარაშვილი.