ოპოზიცია ცდილობს, პრეზიდენტი თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს - ქადაგიშვილი

29.05.23 13:30
ოპოზიცია ცდილობს, პრეზიდენტი თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ქმედებები არც კონსტიტუციას და არც ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება. სახელისუფლებო გუნდის წევრი ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ცდილობს, ზურაბიშვილი თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. 

ჩვენ, სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ პრეზიდენტი, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც ამ შემთხვევაში, ნამდვილად არც კონსტიტუციის სულისკვეთებას და არც იმ ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება, რომელი ქვეყნებისკენაც და რომელი კავშირისკენაც ჩვენ მივისწრაფით. გამომდინარე აქედან, ოპოზიციას რა დამოკიდებულებაც გააჩნდა არსებულ პრეზიდენტთან და როგორც მოიხსენიებდნენ მას, აქ არაფერი შეცვლილა მათ ლოგიკაში, ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, გამოიყენონ პრეზიდენტი თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, - ამბობს ქადაგიშვილი.