ვისი მოთხოვნით დაიწყო რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა - ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილისგან პასუხს ითხოვს

29.05.23 13:30
ვისი მოთხოვნით დაიწყო რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა - ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილისგან პასუხს ითხოვს

ვისი მოთხოვნით დაიწყო რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა და იყო თუ არა საქართველო ინიციატორი გაუქმებულიყო სავიზო რეჟიმი - ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილს განმარტებებს სთხოვს. ოპოზიციას აინტერესებს,  ერთი ადამიანი იყო ოკუპანტებთან არაფორმალურ მოლაპარაკებებში ჩართული თუ რამდენიმე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ პირველ ივნისამდე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მივიდეს. 

 საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც ფორმალურად ასრულებს ამ მოვალეობას, ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას გასცეს კითხვებზე პასუხები. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ამის ვალდებულება გააჩნია კანონით, რომ პირველ ივნისამდე მოვიდეს პარლამენტში და წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, ასეთ მწვავე ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს მყისიერად. ეს ანგარიში  უმოკლეს ვადებში, რაც მთავარია ეს ანგარიში წარმოადგენდეს ინფორმაციას იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ დავსვით - ვონ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რა დათმო ქართულმა მხარემ, ასევე რა სხვა საკითხები განიხილებოდა მოსკოვთან", - თქვა თინა ბოკუჩავამ.