მთავრობაში ამტკიცებენ, რომ არ იციან, ვინ არის ბოკერია, რომელმაც პუტინს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა
მთავრობაში ამტკიცებენ, რომ არ იციან, ვინ არის რომან ბოკერია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს ბიზნეს ელჩად გაეცნო და ფრენების აღდგენის გამო მადლობა გადაუხადა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ ბოკერიას რაიმე თანამდებობა არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.
შამუგია ამტკიცებს, რომ ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო.
"ჩვენ ამასთან დაკავშირებით (ფრენების აღდგენა, ვიზების გაუქმება) ჩვენი დამოკიდებულებაც ვთქვით, რომ ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ისარგებლონ ამ შეღავათებით"- თქვა მან.