საქართველოს მთავრობა კრემლის გავლენით ბლოკავს ანაკლიის პორტის განვითარებას - ბენ ჰოჯესი

29.05.23 14:14
საქართველოს მთავრობა კრემლის გავლენით ბლოკავს ანაკლიის პორტის განვითარებას - ბენ ჰოჯესი

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი წუხს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელმაც სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა ჩაშალა. ტვიტერზე გამოქვეყნებულ გზავნილში წერია, რომ საქართველოს მომავალი და ახალგაზრდობა ზიანდება.

ძალიან კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს მთავრობა სერიოზულად მოეკიდებოდა ანაკლიის პორტს, რაც საქართველოს პორტალს გახდიდა ევროპასა და ევრაზიას შორის. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა, კრემლის გავლენით, ბლოკავს ამ პორტის განვითარებას საქართველოს ახალგაზრდების საზიანოდ" - წერს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი.