რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ, რომ „ოცნება“ ვინმეს აშინებდეს? - კალაძე "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაზე
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ მმართველი პარტიის განცხადება პრეზიდენტის დაშინების მცდელობას არ ემსახურებოდა. კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა პარტია და პოლიტიკოსი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ატარებდეს და ეს კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული.
არ ვაპირებ შევიდე პრეზიდენტთან პოლემიკაში. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რა თქმა უნდა, ვუფრთხილდები პრეზიდენტის ინსტიტუტს.
ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გათვითცნობიერებული.
რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს.
ჩვენი მხრიდან ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ პოლემიკაში ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომიდინარე და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს, - განაცხადა კახა კალაძემ.