ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ევროპულ მომავალთან არანაირი კავშირი არ აქვთ - კალაძე

29.05.23 14:47
ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ევროპულ მომავალთან არანაირი კავშირი არ აქვთ - კალაძე

ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ევროპულ მომავალთან არანაირი კავშირი არ აქვთ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტეგრაციას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან.

ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხი დავამთავრეთ 2012 წელს, ვიცით ყველამ რა ხდებოდა ამ მიმართულებით, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. დღეს, საბედნიეროდ, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები", - თქვა კახა კალაძემ.