"ქართული ოცნება" პრეზიდენტის დაშინებას ცდილობს - ნაზი ჯანეზაშვილი

29.05.23 15:22
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის დაშინებას ცდილობს - ნაზი ჯანეზაშვილი

"სასამართლო გუშაგის" თავმდჯომარე ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტის დაშინებას ცდილობს. ამის მიუხედავად, ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ყველა ღონე ნდა იხმაროს, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა დაამტკიცოს. მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ნიკა გავრამია შეიწყალოს. 

"ქართული ოცნება ცდილობს, რომ შეაშინოს ხალხით საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ პრეზიდენტი, სწორედ იმისთვის არის ამ თანამდებობაზე, რომ ყველაფერი გააკეთოს და ყველა ძალღონე მოახმაროს იმას, რომ დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი, მას შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. პრეზიდენტს ამის არ უნდა შეეშინდეს და პირიქით, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხს დაუმტკიცოს, რომ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მათ შორის, არის მნიშვნელოვანი, რომ გავარამია იყოს შეწყალებული მისი მხრიდან, - ნაზი ჯანეზაშვილი.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც პრეზიდენტი მორიგ ჯერზე გააკრიტიკა.  მმართველი პარტია წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიკერძოეუბულია, მისი განცხადებები კი არაობიექტური.