ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება
ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. კახეთში პარტიის 84 წევრია შეკრებილი. სხდომას ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს. ყველაზე დიდი ოპოზიტურ გაერთიანებაში მსჯელობენ, როგორ გააძლიერონ პარტია და რა უნდა გაკეთდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური ტყვეობიდან დასახსნელად.
„დღეს იკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული პოლიტიკური საბჭო და სამდივნო. განსახილველ საკითხებს შორის იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი, როგორ აგრძელებს პარტია მუშაობას, რა რეჟიმით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მისი თავისუფლებისთვის. ცხადია, გვექნება საუბარი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რომელიც მდგომარეობს რუსულ ხელისუფლებაში და, ფაქტობრივად, კრემლიდან მართულ ბიძინა ივანიშვილზე და შემდეგ უკვე ივანიშვილის მიერ მართულ რუსულ პარტიაზე და იმ საფრთხეებზე, რომებლიც მომდინარეობს ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ცხადია, დღეს საუბარი გვექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათ შორის, საგარეო მიმართულებით როგორ უნდა იშრომოს, რა სტრატეგია უნდა ავირჩიოთ"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.