ცისკარიშვილი: გვინდა, ვიმსჯელოთ სააკაშვილის როლზე პარტიის მომავალ განვითარებასა და ქართულ პოლიტიკაში
გვინდა, ვიმსჯელოთ მომავალზე, პარტიის განვითარებაზე, მიშა სააკაშვილის როლზე პარტიის მომავალ განვითარებაში და ქართულ პოლიტიკაში - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
„დღეს, ახალი პოლიტსაბჭოს პირველი გასვლითი სხდომა გვაქვს. ჩვენმა პარტიამ მართლაც უპრეცედენტო შიდა დემოკრატიული სტანდარტები აჩვენა მთელ საქართველოს.
ჩვენ გვინდა, ვიმსჯელოთ მომავალზე, პარტიის განვითარებაზე, მიშა სააკაშვილის როლზე პარტიის მომავალ განვითარებაში და ქართულ პოლიტიკაში, რადგან მიხეილ სააკაშვილმა, ვის მამულებშიც დღეს ვიმყოფებით, ქართული სახელმწიფო შექმნა.