"ოცნება" ვენეციის კომისიის წინააღმდეგ - "მათი რეკომენდაციები წმინდა მამათა ნაწერი არ არის"
ხმაური პარლამენტში - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას "ქართული ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ვენეციის კომისია გააკრიტიკა და თქვა, რომ მათი რეკომენდაციები "წმინდა მამათა ნაწერი" არ არის.
"ვენეციის კომისია კი არა, რაც უნდა იყოს, როდესაც ერთხელ უკვე თქვა ვენეციის კომისიამ და იუსტიციის საბჭოს ბალანსი შეგვაცვლევინა მოსამართლეთა სასარგებლოდ, ახლა კიდევ ხუთასჯერ რომ გვითხრას ახლა პირიქით შეცვალეთო, არ უნდა შევცვალოთ. იქ ვიღაც 4 თუ 5 ექსპერტი, სამ წელიწადში ერთხელ რა ხასიათზე დადგება და რას მოგვწერს ეს მეორეა. ეს ასე არ არის, რომ ეს არის რაღაცა წმინდა მამათა ნაწერი ბერებისათვის, რომლის შეცვლა შეუძლებელია" - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.