პარლამენტის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავა ბიუროს სხდომიდან გააძევა
დაპირისპირება პარლამენტში - შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბიუროს სხდომიდან გააძევა.
უკვე მეორე ბიუროს სხდომა არის, რაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემოსვლა აეკრძალებათ იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და რომლებიც არიან სანქცირებული.
თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი გაუთიშა ტინა ბოკუჩავას, შემდეგ საუბრის გაგრძელების უფლება აღარ მისცა და გაფრთხილების შემდეგ ბოკუჩავა სხდომიდან გააძევა.
"არცერთი ბიუროს წევრი და არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მხარს არ უჭერს კანონპროექტს, რომლის მიზანია რომ მოხდეს დარეგულირება ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლოდ შემოსვლის საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იმის, რომ მათ არ შეეძლოთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება იმ მასშტაბით რა მასშტაბითაც ახლა აკეთებენ ამას" - ამბობს "ენმ - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა.