დესტრუქციული ძალები საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ აქეზებენ - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი

29.05.23 16:16
დესტრუქციული ძალები საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ აქეზებენ - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ დესტრუქციული ძალები საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ აქეზებენ. 

უკრაინის სპეცოპერაციის ჩატარების ფონზე, საქართველოს რესპუბლიკაში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც უბიძგებენ მას "მეორე ფრონტის" გახსნისკენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ ზომები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამყარებასა და რუსულ მხარესთან სამხედრო სფეროში ურთიერთმოქმედების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით" - განაცხადა ალან გაგლოევმა.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა რეჟიმმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას სმხარი დაუჭირა. 

”ჩვენი სამხედროები და მოხალისეები გვერდში იდგნენ რუს ჯარისკაცთან საერთო ინტერესების დასაცავად უკრაინულ ნეო-ნაციზმთან ბრძოლაში, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტად იქცა”, - თქვა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა.