პაპუაშვილი პარლამენტში ცენზორად გადაიქცა - პაატა მანჯგალაძე
ოპოზიციაში ამბობენ, რომ შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ცენზორად გადაიქცა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დეპუტატის ბიუროს სხდომიდან გამოძევებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მიუხედავად "ქართული ოცნების" პოლიტიკისა, პაატა მანჯგალაძის თქმით, საქართველო იქნება ებროკავშირის წევრი, ხოლო პაპუაშვილი და სხვები კი რუსეთში იფრენენ.
"პაპუაშვილი გადაიქცა პარლამენტში ცენზორად, თუ ამხელ თუ ამოიღებ ხმას, დაუძახებ მანდატურს და გაგაძევებს. ახლა თუ გააგრძელეს ეს, სცენარები, რომ არის მონანიებაში, 4 კაცი, რომ მიდის და გაჰყავს ხალხი. იქამდე მივლენ, მაგრამ არ უნდა მისცე თავისუფლება. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველო გახდება ნატოს წევრი. პაპუაშვილი, კობახიძე, მდინარაძე და სხვები იფრენენ რუსეთში" - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ცენზურა ლავროვის ხსენების გამო - თინა ბოკუჩავა ასახელებს მიზეზს, რის გამოც მმართველმა პარტიამ ის ბიუროს სხდომიდან გამოაძევა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების აუგად მოხსენიება უკვე ისჯება.