პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმა?! - რას ამბობენ "ოცნებაში"

29.05.23 17:37
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმა?! - რას ამბობენ "ოცნებაში"

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი ურჩი პრეზიდენტის იმპიჩმენტს არც კი განიხილავენ. არჩილ თალაკვაძის თქმით, იმპიჩმენტით "ოპოზიცია იმშვიდებს თავს".  

"რაც შეეხება იმპიჩმენტს და ვერსიებს თითქოს სხვა გეგმები აქვს "ქართულ ოცნებას" პირდაპირ გეტყვით, რომ ამით რადიკალური ოპოზიცია იმშვიდებს თავს პერიოდულად, ზოგჯერ პერიოდულად ატყუებს თავის ამომრჩეველს, რომელიც სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა მათი საქმიანობით, თუ საქმიანობა შეგვიძლია დავარქვათ იმას, როცა რეალურად არ აქვთ გეგმა, არცერთ სერიოზულ საკითხზე განხილვებს არ ესწრებიან" - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.