პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან ჩვენი შეშფოთების საგანია - პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა დასრულდა - 27 ქვეყნის დიპლომატმა ლევან დავითაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარში გადასცეს.
"ევროკავშირის 27 ქვეყნიდან არც ერთს არ აქვს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან, ეს არის ჩვენი შეშფოთების მიზეზი"- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.
ელჩის თქმით, დავითაშვილი მათ დაპირდა, რომ საქართველოში რუსული, სანქცირებული თვითმფრინავები არ იფრენენ.
დამწუხრებული ვართ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ დათანხმდნენ პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. ეს არის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ, რომ არ შედგეს არცერთი პირდაპირი ფრენა რუსეთში და არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ფრენა. ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რომ მან შეცვალოს მისი ქცევა, როცა საქმე შეეხება ბრუტალურ, აგრესიულ ომს უკრაინაში"- თქვა ელჩმა.
მისივე განცხადებით, ფრენების აღდგენა რუსეთს გადაწყვეტილება რომ, თუმცა ეს ასევე ითხოვდა თანხმობას საქართველოს ხელისუფლებიდან.
წორია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ასევე საჭიროებდა თანხმობას საქართველოს მთავრობისგან. სწორედ ამიტომ, მე გადავეცი გზავნილი, რომელიც არის შეთანხმებული ევროკავშირის 27 ქვეყანასთან, რომლითაც ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ დათანხმდა აღედგინა ფრენები რუსეთთან". განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.