"რუსეთთან ფრენების აღდგენა მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა" - ევროკავშირის ელჩი

29.05.23 18:49
"რუსეთთან ფრენების აღდგენა მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა" - ევროკავშირის ელჩი

ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა, ხოლო ეს თანხმობა ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება - ამ გზავნილით დატოვა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვიცე-პრემიერ, ლევან დავითაშვილთან შეხვედრა. 

ოერჩინსკიმ დავითაშვილს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო  27 ქვეყნის სახელით დემარშით რამდემიმე წუთის წინ მიმართა.

სწორია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ასევე საჭიროებდა თანხმობას საქართველოს მთავრობისგან. სწორედ ამიტომ, მე გადავეცი გზავნილი, რომელიც არის შეთანხმებული ევროკავშირის 27 ქვეყანასთან, რომლითაც ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ დათანხმდა აღედგინა ფრენები რუსეთთან",- თქვა ჰერჩინსკიმ.