მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ! ველი მეტ გამბედაობას - მიხეილ სააკასვილის მიმართვა

29.05.23 19:06
 მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ! ველი მეტ გამბედაობას - მიხეილ სააკასვილის  მიმართვა

 იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა “თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ “ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება - საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა-მედიდან" მიმართვას ავრცელებს. 

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ის საქართველოში "სამკურნალოდ არ ჩამოსულა". "ველი მეტ გამბედაობას" - აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში. 

იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა “თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ “ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება. 

მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ “გასამართლებული” და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. 
ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას.

მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას!
ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის  და თქვენი იმედი მაქვს ასევე"- წერს სააკაშვილი.