საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან - ვიცე-პრემიერი ელჩების დემარშზე

29.05.23 19:18
საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან - ვიცე-პრემიერი ელჩების დემარშზე

"ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლებაა გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა.

საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია, აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ასე რომ საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან და ამაზე ღია საუბარი გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან,  ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია"- თქვა ვიცე-პრემიერმა. 

დავითაშვილის თქმით, საქართველო საქნციების აღსრულების საკითხში საიმედო პარტნიორია.

სამი ახალი კავშირის პუნქტი გვიჩნდება - თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში, არსებობს მზა პოზიცია, საბაჟო შესაძლებლობებს ზრდის, ისევე როგორც უმაღლეს დონეზე ხდება აღსრულება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ელჩებს გავუზიარეთ"- თქვა მინისტრმა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმ საკითხებზე დისკუსიისთვის მზად არის, რომელიც ელჩებმა წამოჭრეს.

ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი დიალოგი გვაქვს პარტნიორებთან, ეს არის მუშა პროცესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგი გვაქვს უამრავ საკითხზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე, სატრანსპორტო კუთხით. ვაფასებთ იმას, რომ გულწრფელად ჩვენ, პარტნიორებმა შეიძლება ერთმანეთს ვესაუბროთ ძალიან პირდაპირი ენით" - თქვა დავითაშვილმა.