ევროკავშირის დემარში - ბრიუსელს თბილისის სიტყვების არ სჯერა

29.05.23 20:03
ევროკავშირის დემარში - ბრიუსელს თბილისის სიტყვების არ სჯერა

მძიმე დღე საქართველოს მთავრობისთვის. ღარიბაშვილის გუნდმა ევროკავშირისგან დიპლომატიური დემარში მიიღო. სხვა გზა თბილისმა ბრიუსელს უბრალოდ არ დატოვა. დღეს 27 ქვეყნის ელჩმა დიპლომატიური პროტესტი გამოხატა. 27 ელჩი ვიცე პრემიერთან იმის სათქმელად მივიდა, რომ მოსკოვთან პირდაპირი ავიამიმისვლის აღდგენა, ბრიუსელის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.  როდესაც პოლიტიკურმა განცხადებებმა არ გაჭრა, ევროკავშირი მოქმედებაზე გადავიდა. ორი დიპლომატიური დემარში ხუთ თვეში. ეს საქართველოს მთავრობის მონაგარია. ასეთი დაძაბული ურთიერთობა ევროკავშირსა  და საქართველოს შორის ჯერ არ ყოფილა.  

"წადით და მოსკოვს კითხეთ" - ეს იყო პასუხი "ქართლი ოცნებისგან". დიპლომატიურ იერიშს მმართველმა გუნდმა პოლიტიკური იერიშით უპასუხა. ევროკავშირისთვის არც ის არგუმენტია დამაჯერებელი, რომ საქართველოში სანქცირებულ თვითმფრინავებს არ შემოუშვებენ. თავად ეკონომიკის მინისტრიც იძულებული გახდა  ეღიარებინა, რომ  დიპლომატებისა და მისი მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. უფრო მეტი თქვა შეხვედრიდან გამოსულმა ევროკავშირის ელჩმა, რომელმაც ღიად მიანიშნა, რომ  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას  მოაქციონ რუსეთი იზოლაციაში.

სადამდე მიიყვანს  ქვეყანას  დიპლომატების დემარში?- ყველა დეტალი გაიგეთ რუსუდან ჯაბანიშვილის ჩართვიდან