"ევროკავშირი პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს" - "ოცნების" პასუხი ევროკავშირს
"ამ შემთხვევაში ევროკავშირი პასუხებს რუსების ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს", - "ქართული ოცნების" წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ელჩების დემარშს ეხმაურება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინტერესდება, რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული?
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, პასუხებს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი. რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანიაა დასანქცირებული და ალბათ ამ კითხვასაც დასვამს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი და საინტერესო იქნება პასუხები, რომელსაც ევროკავშირის ელჩები გასცემენ" - ამბობს სამხარაძე