არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანია - "ოცნება" პრეზიდენტს აშანტაჟებს

29.05.23 20:16
არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანია - "ოცნება" პრეზიდენტს აშანტაჟებს

 "ქართული ოცნება" პრეზიდენტს აშანტაჟებს - ევროპარლამენტში გამოსვლამდე 2 დღით ადრე ზურაბიშვილზე ახალი შტურმი დაიწყო. მთავარსარდალს  არალეგიტიმურად აცხადებენ და ხალხის ამბოხით ემუქრებიან.  პრეზიდენტის უმწვავეს გამოსვლასთან ერთად ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია შეიწყალოს. ეს კი "ქართული ოცნებისთვის" კატასტროფის ტოლფასია. 

"ოცნება" ვა ბაკზე მიდის - მზად არის სახელმწიფო ინსტიტუტები ბოლომდე გათელოს. ანუ პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადოს და  ევროკავშირთან ისედაც გაფუჭებულ ურთიერთობებს საბოლოოდ  დაუსვას წერტილი. 

"როგორც ჩანს ვერ გაიცნეს სალომე ზურაბიშვილი" - ასე პასუხებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელისუფლების მუქარას. რას იტყვის და რას გააკეთებს პრეზიდენტი  ევროპის დასარწმუნებლად, რომ საქართველოო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს,  ეს ახლა "ოცნების" დიდი  თავისტკივილია.
 
რატომ ეშინია "ოცნებას" ასე ძალიან სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის? - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში