ფარცხალაძე- თბილისი მოსკოვის ხიდი? - ვინ ლაპარაკობდა კრემლში ფრენების აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლების სახელით

29.05.23 20:29
ფარცხალაძე- თბილისი მოსკოვის ხიდი? - ვინ ლაპარაკობდა კრემლში ფრენების აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლების სახელით


ვინ ლაპარაკობდა კრემლში ფრენების აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლების სახელით?  - ივანიშვილის კარზე  ყველაზე გავლენიანი  პირი  იმალება. არადა  სწორედ ოთარ ფარცხალაძემ იცის  ყველაფერი, რაც  კრემლში ხდებოდა.  ფარცხალაძის ბიზნესების  მმართველი მოსკოვში რომან  ბოკერიაა. ის  საქართველოს სახელით პუტინთან შეხვედრაზე იჯდა. ამბობდა, რომ  საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში და პუტინს  ფრენების აღდგენისთვის მადლობას უხდიდა.  არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ  ყველაფერი პუტინის კარზე ოთარ ფარცხალაძემ დაალაგა, უბრალოდ  მის ნაცვლად საჯაროდ  ბოკერია ჩნდება. 

იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი,  დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან? თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, ასეც მოხდება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილმა ფარცხალაძე მოსკოვში სწორედ ამ მიზნით მიავლინა, რომ ის  იყოს შუამავალი ოცნების მთავრობასა და კრემლს შორის. განმარტებები ახლა წესით ხელისუფლებამ  უნდა გააკეთოს, რომელიც დიდ ტყუილში ვლადიმერ პუტინმა ამხილა. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის სკანდალური განცხადების შემდეგ  ხელისუფლების პირველი პირები კამერებთან აღარ ჩნდებიან.

ფარცხალაძე- თბილისი მოსკოვის ხიდი? - ნახეთ, ლიზა ლასერეიშვილის რეპორტაჟი