ივანიშვილის დაკარგული მილიონები - ოლიგარქმა დავა მოიგო, თუმცა ფულს ვერ იღებს
ივანიშვილის დაკარგული მილიონები - ოლიგარქმა დავა მოიგო, თუმცა ფულს ვერ იღებს. "კრედიტ სვისი" თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობს. საუბარია მილიარდ ნახევარ დოლარზე, რომელიც ივანიშვილს შვეიცარიული ბანკის ანგარიშებზე ჰქონდა განთავსებული. "კრედიტ სვისი" ოლიგარქთან ახალ დავას იწყებს. არ არის გამორიცხული, ბანკს კითხვები ივანიშვილის ფულის წარმომავლობასთანაც ჰქონდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებები გასაჩივრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლიგარქისთვის ყველაფერი თავიდან იწყება.
ყველაზე მდიდარ ქართველს ვერც იურისტების ახალმა გუნდმა უშველა. კომპანია, რომელიც ახლა ივანიშვილის დავებს წარმართავს კამერების წინ კომენტარზე უარს ამბობს და მხოლოდ წერილებს ავრცელებს.
იურისტებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურში დავა მოიგეს, ანგარიშებზე წვდომა არა აქვთ. "ეს უკვე იუმორის ჟანრიდან არის" - წერენ ადვოკატები და შვეიცარიულ ბანკს მათი კლიენტის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
ივანიშივილს ფულს ისევ არ აძლევენ - გუგა არჩვაძის რეპორტაჟი