ცენზურა ლავროვის ხსენების გამო - მძიმე დღე პარლამენტში

29.05.23 20:53
ცენზურა ლავროვის ხსენების გამო - მძიმე დღე პარლამენტში

ლავროვის ხსენების გამო საქართველოს პარლამენტში ცენზურა ამოქმედდა. შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა  ბიუროს სხდომიდან გააძევა. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა პარლამენტის  თავმჯდომარე კოლეგა დეპუტატს ბიუროდან აძევებს.  ასეთი რამ პრაქტიკულად არასდროს მომხდარა. პაპუაშვილს ნერვებმა მაშინ უმტყუნა, როცა ბოკუჩავამ სხდომაზე ლავროვის შესახებ ლაპარაკი დაიწყო. 

უკვე მეორე კვირაა,  ნაციონალური მოძრაობა ცდილობს  პარლამენტმა  განიხილოს კანონპროექტი სანქცირებული პირებისა და მათი ოჯახის წევრების  ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვაზე. ოცნება  საკითხზე მსჯელობას არ იწყებს. ახლა კი ოპოზიციის წინააღმდეგ სადამსჯელო  ოპერაცია აამოქმედა. პაპუაშვილმა ბოკუჩავას ჯერ მიკროფონი გამოურთო, შემდეგ  კი სხდომა დაატოვებინა.

ცენზურა ლავროვის ხსენების გამო - ხატია სამხარაძე პარლამენტიდან