სავარაუდო ძალადობა ბაგა-ბაღში - დაწყებულია გამოძიება

29.05.23 21:02
სავარაუდო ძალადობა ბაგა-ბაღში - დაწყებულია გამოძიება

სამი წლის  ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია მცირეწლოვანზე, რომელიც ბაღიდან ძლიერი ტკივილებით დაბრუნდა. ბავშვი ჰყვება, რომ მას აღმზრდელმა ცემა. ასევე ოჯახმა გაარკვია, რომ ბიჭი ბაღში დასჯილიც ჰყავდათ და მას გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ. კერძო ბაღის ადმინისტრაცია ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. მაშინ ჩნდება კითხვა რატომ დაითხოვეს სამსახურიდან აღმზრდელი მასწავლებელი.

სავარაუდო ძალადობა ბავშვზე - ნახეთ, მარაიმ მაჯასარაშვილის რეპორტაჟი