მოსკოვში ორ მაღალსართულიან კორპუსს დრონები დაეჯახა

30.05.23 10:20
მოსკოვში ორ მაღალსართულიან კორპუსს დრონები დაეჯახა

რუსული მედია იუწყება, რომ 30 მაისის ღამეს მოსკოვში ორი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა - მათი მტკიცებით, მიზეზი დრონების შეჯახებაა. მედიის ინფორმაციით, აფეთქება დილის 4 საათზე მოხდა.

მოსკოვის მერის თქმით, დრონებით დაზიანებული შენობებიდან მოქალაქეები ევაკუირებულები არიან.

მისივე თქმით, მომხდარის შედეგად "სერიოზულად" არავინ დაშავებულა.

რაც შეეხება მოსკოვის ოლქის გუბერნატორს, ანდრეი ვორობიოვი ამბობს, რომ ქალაქისკენ მომავალი რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს, თუმცა რუსი ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, ვინ განახორციელა თავდასხმა.