რუსეთი არ წავა მოლაპარაკებებზე, სანამ ომის მოგებას არ შეეცდება - ბორელი

30.05.23 10:29
რუსეთი არ წავა მოლაპარაკებებზე, სანამ ომის მოგებას არ შეეცდება - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ რუსეთს არ ექნება მოლაპარაკების სურვილი, სანამ ის უკრაინაში ომის მოგებას არ შეეცდება.

ბორელი ვარაუდობს, რომ ომი ამ მომენტიდან ზაფხულამდე პერიოდში გაგრძელდება.

„ვხედავ ჯარების კონცენტრაციას ორივე მხარეს. ვხედავთ, რუსეთის აშკარა სურვილს, ომი მოიგოს. რუსეთი არ წავა მოლაპარაკებებზე, სანამ ომის მოგებას არ შეეცდება”, - აღნიშნა ბორელმა.

არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამ ზაფხულს. ვშიშობ, რომ ომი ამ მომენტიდან ზაფხულამდე პერიოდში გაგრძელდება. პუტინმა იქ 300 000-ზე მეტი ადამიანი დააგროვა, ორჯერ მეტი, ვიდრე შეჭრის დროს", - განაცხადა ბორელმა.