საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა - ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს

30.05.23 10:43
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა - ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 31 მაისს, 13 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს.

პრეზიდენტი პირისპირ შეხვდება ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებს: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას. ხვალ კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.