ვერ ხვდები, რუსეთთან პირდაპირი ფრენები, რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას - კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე ვერ ხვდება, რატომ ეწინააღმდეგება რუსეთთან ფრენების აღდგენა ევროინტეგრაციას.
კახა კალაძე ამბობს, რომ ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან კავშირში არაა.
"რა კავშირშია ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან, ჩემთვის გაუგებარია მაშინ, როდესაც ჩვეულებრივად სახმელეთოდ შესაძლებელია მიმოსვლა, შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ მოქალაქეები, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენა იქნება შესაძლებელი ან რა პრობლემაა იმაში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, ეს რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას, თუ საქართველოს მოქალაქე ქართული პასპორტით ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას. ვისაც ამისი სურვილი აქვს. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაცა წავა იტალიაში, ვიღაცა წავა ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი" - კახა კალაძე.