ივანიშვილი ქველმოქმედია, რეალური ოლიგარქი არის დავით კეზერაშვილი - პრემიერი "გლობალ სეკის" ფორუმზე

30.05.23 11:44
ივანიშვილი ქველმოქმედია, რეალური ოლიგარქი არის დავით კეზერაშვილი - პრემიერი "გლობალ სეკის" ფორუმზე

ივანიშვილი ქველმოქმედია, რეალური ოლიგარქი არის დავით კეზერაშვილი - ეს იყო ღარიბაშვილის მთავარი სათქმელი "გლობალ სეკის" ფორუმზე ბრატისლავაში. 

რახან იკითხეთ დეოლიგაქრიზაციის საკითხი. ჩვენ გამოცდილება მივიღეთ უკრაინისგან. კანონპროექტი გადმოვიღეთ უკრაინის მოდელის, გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში. მიუხედავად ამისა, გარკვეული კრიტიკაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი.

რადგან იკითხეთ, რეალური ოლიგარქი არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი. როგოც კი მივიღებთ ეს კანონი, ყველაფერი იქნება გარკვეული, მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს, უსაფუძვლოა არგუმენტების გარეშე ეს ბრალდებები. რადგან იკითხეთ ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში 2012 წელს, რომელმაც შეცვალა სააკაშვილის ბრუტალური რეჟიმი, მაშინ ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ქუჩებში და ციხეებშო კლავდნენ, არ არსებობდა თავისფალი მედია, არც კანონის უზენაესობა ჩვენ დრამატული ცვლილებები მოახვიდეთ. დღე და ღამესავით განსხვავდება ".- განაცხადა ღარიბაშვილმა

ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.