"ხათრი მაქვს და არ გპასუხობთ, აი ესე" - ლავროვებზე დასმულმა კითხვამ ზარქუა წყობიდან გამოიყვანა

30.05.23 12:10
"ხათრი მაქვს და არ გპასუხობთ, აი ესე" - ლავროვებზე დასმულმა კითხვამ ზარქუა წყობიდან გამოიყვანა

უკავშირდება თუ არა ევროკავშირის დიპლომატიური დემარში, ლავროვების ოჯახის წევრების საქართველოში სტუმრობას - "ტვ პირველის" დასმულმა კითხვა "ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა წყობიდან გამოიყვანა.

ზარქუამ თქვა, რომ კითხვაზე არ უპასუხებს.

"არ გპასუხობთ, ხათრი მაქვს და არ გპასუხობთ, აი ესე, ჩემი თავის ხათრი მაქვს და არ გპასუხობთ". - თქვა ზარქუამ.

"ოცნების" დეპუტატის თქმით, ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა.

"ევროკავშირის ელჩმა, ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა. ეს იცით, რომ დემარში ნომერი ორია. პირველს შეგახსენებთ, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხელი მოაწერინეს ელჩებს. სავარაუდოდ,ერთი დირიჟორი ჰყავს ამ ქმედებებს. პირველი დემარშის შინაარსის მერე რა მივიღეთ, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არც მოწამლულია, არათუ ქვეყნიდან გაყვანა, არამედ კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არსებობსო. ამით ის პირველი დემარში გააქარწყლა და თქვა, რომ აზრზე მოდით, შეცდომაში ხართ შეყვანილი." - თქვა ირაკლი ზარქუამ.

რუსეთან დაახლოების გამო ევროკავშირმა დიპლომატიური პროტესტის ფორმა გამოიყენა. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სტატეგიული პარტნიორები იძულებული გახადა ქვეყნის რუსეთთან დაახლოების გამო დემარშისთვის მიემართათ.