სავარაუდო კორუფციული გარიგება მერიაში - საკრებულოს დეპუტატები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

30.05.23 12:30
სავარაუდო კორუფციული გარიგება მერიაში - საკრებულოს დეპუტატები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც მერიის მაღალჩინოსნებისა და კონკრეტულ მოქალაქეს შორის სავარაუდო კორუფციული გარიგების პირდაპირ მტკიცებულებაა, საკრებულოს დეპუტატები ანა გოგოლაძე და საბა ბუაძე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. 

ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე დეპუტატებზე განაცხადეს, რომ თბილისის მერიაში გაბატონებულია აღვირახსნილი, კორუფციულ მმართველობა და  ამ შემთხვევაშიც , ძალიან ცხად და ძალიან მრავალეპიზოდიან დანაშაულის შემცველ საქმესთან გვაქვს საქმე.     

"ჩვენ დღეს მივმართავთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, იმ ძალიან თვალნათელ და აღვირახსნილ კორუფციულ მმართველობასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის მერიაში არის გაბატონებული და რომლის შედეგადაც ყოველთვიურად და სისტემატურად ნიავდება თბილისელების საკუთრებაში არსებული ქონება. ამ შემთხვევაშიც კალაძესთან თბილისის მერიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ფიქტიური გარიგებების საშუალებით გადაეცემათ, ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა და ამის ხარჯზე ხდება დამატებით დედაქალაქის დამახინჯება, იქ კორპუსების აშენება. თან ისე, რომ ქალაქს უკვე ადგება ასეულობით ათასი ლარის ღირებულების ზარალი. ამ შემთხვევაში, ძალიან ცხადი და ძალიან მრავალეპიზოდიანი დანაშაულის შემცველი საქმე გვაქვს სადაც მუნიციპალური ქონება გადაეცა ადამიანს, რომელიც დაკავშირებული არის თბილისის მერიასთან და რომელიც დამატებით  დაამახინჯებს დედაქალაქს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ადრეც ანალოგიურ საქმესთან დაკავშირებით მიგვიმართავს პროკურატურისთვის, რომელმაც დააყადაღა წინა მსგავსი მონაცვლეობა მიუხედავად ჩვენი ძალიან ბევრი მოწოდებისა, თბილისის საკრებულოს მიმართ რომ არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება და არ აენთოთ კალაძისთვის მწვანე შუქი, იმ კორუფციულ გარიგებებზე, რომელიც თბილისის მერიიდან საკრებულოში ძალიან ხშირად მოდის. აქაც საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, რომელიც საჭიროებს გამოძიებას, სადაც არის ძალიან ბევრი ფიგურანტი, სადაც წინასწარ ორგანიზებული ძალიან კარგად ორგანიზებული სქემის საშუალება ხდება ჩვენი ქონების განიავება. ახლაც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ოთხის სატყეო ზონაში არსებული მიწის ნაკვეთი, თბილისის მერიამ გაცვალა მილიონ რვაასი ათასი ლარის ღირებულების ქონებაში ისე, რომ ამ არსებულ მიწებზე არანაირი მშენებლობის უფლება არ იყო, მაგრამ ამ ადამიანებს ეძლევათ ყველაფრის გაკეთების საშუალება, სწორედ იმიტომ, რომ არსებობს კორუფციული ინტერესი და ეს დედაქალაქის მერმა ყველაზე კარგად იცის" - განაცხადა საბა ბუაძე.

საქმე ეხება ლისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების კონკრეტული  პირისთვის გადაცემის ფაქტს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 2022 წელს 26 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბრამდე, ექვს დღიან შუალედში, მოქალაქე შალვა ქვრივიშვილმა თბილისის სამ სხვადასხვა უბანში, ჯამში მილიონ 100 ათას ლარად, ოთხი მიწის ნაკვეთის ერთმანეთს მიყოლებით იყიდა თან ისე, რომ იცოდა ვერაფერს ააშენებდა.

შეძენიდან მალევე თბილისის მერიამ ნაყიდი ქონება, რომელზეც ვერაფერს ააშენებდა ლისზე 4900 კვ/მ მიწის ფართობში გადაუცვალა, სადაც მშენებლობა დაიწყება. ოპოზიციას უჩნდება ეჭვი, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს, რომელშიც თბილისის მერი და მერიის მაღალჩინოსნები არიან ჩართული.