"კერპთაყვანისმცემლობით ხართ დაკავებული" - პარლამენტში გაშლილმა ევროკავშირის დროშამ პაპუაშვილი წყობიდან გამოიყვანა

30.05.23 12:21
"კერპთაყვანისმცემლობით ხართ დაკავებული" - პარლამენტში გაშლილმა ევროკავშირის დროშამ პაპუაშვილი წყობიდან გამოიყვანა

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას დარბაზიდან გამოძევებით ემუქრება. შალვა პაპუაშვილი წყობიდან სხდომათა დარბაზში ევროკავშირის დროშის გადმოფენამ გამოიყვანა და მთელი ოპოზიცია კერპთაყვანისმცემლებად გამოაცხადა. პოლიტიკური დებატები პარლამენტში დილიდან ხმაურით დაიწყო. ოპოზიცია ოცნების რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.

"დაკეცილ დროშას სკოჩით რომ აწებებთ, ეს არის უპატივცემულობა. ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას. ფარისევლობაა. კერპთაყვანისმცემლობით ხართ დაკავებული"- თქვა პაპუაშვლმა.