"დიდი ალბათობით, იმ ადამიანებს ეხება, ვინც თანამდებობებზე არიან წამოსკუპებულები" - დოლიძე სააკაშვილის გზავნილზე

30.05.23 12:58
"დიდი ალბათობით, იმ ადამიანებს ეხება, ვინც თანამდებობებზე არიან წამოსკუპებულები" - დოლიძე სააკაშვილის გზავნილზე

ვინ არის მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გამოგზავნილი მწვავე წერილის ადრესატი? - ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გზავნილი საკნადქცეული პალატიდან, დიდი ალბათობით, იმ ადამიანებს ეხება, ვინც თანამდებობებზე არიან წამოსკუპებულები.

"დიდი ალბათობით, ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წამოსკუპებულები არიან თანამდებობებზე, კონკრეტულად არ ვიცი. პოლიტიკურ დღის წესრიგად აქვთ რიტორიკა მიხეილ სააკაშვილის შესახებ, მაშინ როდესაც მათი მხრიდან მოქმედებებია საჭირო, როდესაც აქტუალიზება უნდა მოახდინო მიხეილ სააკაშვილის სახელის და გვარის, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ მოქმედებაზე ხარ გადასასვლელი, რომელსაც ძალიან უხვად დაპირების სახით იძლეოდნენ" - ამბობს ბაჩო დოლიძე.

"მე საქართველოში არ ჩამოვსულვარ სამკურნალოდ, საქმეები რომლითაც პატიმრობა მაქვს მისჯილი არის შეთითხნილი". ეს არის პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მთავარი სათქმელი.