სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია - პრეზიდენტი შარლ მიშელს ხვდება

30.05.23 12:50
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია - პრეზიდენტი შარლ მიშელს ხვდება

ყურადღების ეპიცენტრშია ბრიუსელი და შუმანის მოედანი, სადაც სალომე ზურაბიშივილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის წინ, ევროკავშირის ლიდერებს პირისპირ ხვდება. პრეზიდენტის ვიზიტი მძიმე ფონზე მიდის, რადგან ასეთი დაძაბული ერთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯერ არ ყოფილა.

პრეზიდენტის ვიზიტის წინ უძღვოდა ევროკავშირის ელჩების დიპლომატიური დემარში. რას "ეტყვის ქართული ოცნების" და პუიტინის ხელისუფლების კავშირებზე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს, ეს არის ახლა მთავარი ინტრიგა.

პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ხდება იმ ფონზე, როდეასც ისინი სალომე ზურაბიშვილისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და პოლტიპატიმრების საკითხის გადაჭრას ითხოვენ. საინტერესოა, ამ შეხვედრების შემდეგ, მიიიღებს თუ რა სალომე ზურაბიშივლი ნიკა გავრამიას შეწყალების გადაწყვეტილებას?

"ქართული ოცნებისთვის" ნერვების ომია. ახლა ელიან, რა იქნება პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი აქცენტები ევროპალრმანეტის სხდომაზე, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის დღეს ზურაბიშვილმა მმართველი გუნდი რუსეთის მოკავშირედ გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 31 მაისს, თბილისის დროით 17 საათზე, 13 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.