იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიყენებს ტრიბუნას, რომ გაჟღერდეს მოწოდებები სტატუსის მიღებაზე - კალაძე
იმედი მაქვს, პეზიდენტი გამოიყენებს ტრიბუნას, რომ გაჟღერდეს მოწოდებები სტატუსის მიღებაზე - ასე ეხმაურება კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტს.
თბილისის მერის თქმით, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილება სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით, რომ იმედგაცრუება არ გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში.
"პრეზიდენტის გამოსვლას რაც შეეხება, პირველი მინდა ვთქვა, რომ მთავრობამ თანხმობა გასცა მის გამგზავრებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება მის გამოსვლას მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ გაჟღერდეს მოწოდებები, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ, რაც იყო 12 რეკომენდაცია მოცემული, ე.წ. გზამკვლევი, ყველაფერს ვაკეთებთ. ივნისის ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილება სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით, რომ იმედგაცრუება არ გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში" - ამბობს კახა კალაძე.
სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 31 მაისს, თბილისის დროით 17 საათზე, 13 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.