იმედი მაქვს, პრეზიდენტის განცხადებები დამაზიანებელი არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის - კობახიძე

30.05.23 14:02
იმედი მაქვს, პრეზიდენტის განცხადებები დამაზიანებელი არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის - კობახიძე

"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები, რომელსაც ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტში გააკეთებს, დამაზიანებელი არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის.

კობაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილთან პოლემიკაში შესვლა არ სურთ და კომენტარების გაკეთებასაც მოერიდებიან პრეზიდენტის საჯარო განცხადებებზე.

"მე ერთადერთი მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მისი განცხადებები ამ შემთხვევაში არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, იმედია, რომ ასეთი არ იქნება ეს განცხადებები, დანარჩენს თავად ნახავთ. არცერთ შემთხვევაში არ გვინდა მასთან საჯარო პოლემიკაში შესვლა, ეს არის პრინციპული პოზიცია, აქედან გამომდინარე, მოვერიდებით კომენტარების გაკეთებას მის განცხადებებთან დაკავშირებით თუ არ ჩავთვლით, რომ მისი რომელიმე განცხადება პოზიცია არის ღირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის" - ირაკლი კობახიძე.

სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 31 მაისს, თბილისის დროით 17 საათზე, 13 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.