სამარცხვინო პერფომანსი მოაწყეს! მოკავშირის დროშას სასპეკულიანტოდ ნუ გამოიყენებთ - ქადაგიშვილი
პარლამენტის ხდომათა დარბაზში ევროკავშირის დროშის გადმოფენამ "ოცნება" გააღიზიანა. ირაკლი ქადაგიშვილმა პერფომანსს სპეკულაცია უწოდა და ოპოზიციას მოუწოდა, რომ მოკავშირის დროშა სასპეკულიანტოდ არ გამოიყენოს.
„ის, რაც 26 მაისს ვიხილეთ და რა სპეკულაციის გაგრძელებასაც ჩვენ აქ დარბაზში ვუყურებთ, ეს არის ნამდვილად უპრეცედენტო რამ. ნათლად ჩანდა პარლამენტის ფონზე ევროკავშირის დიდი დროშა, მაგრამ ჯიუტად აი ამ პერფომანსს აგრძელებენ. ახლა მიხვდნენ, რომ თურმე მარტო ევროკავშირის დროშით საქართველოში ვერ იცხოვრებენ. საქართველოს დროშაც ყოფილა საჭირო და აი ეს სამარცხვინო პერფომანსი მოაწყვეს აქ. ჩვენი მოკავშირის დროშას ნუ გამოიყენებთ სასპეკულიანტოდ". - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას დარბაზიდან გამოძევებით ემუქრება. შალვა პაპუაშვილი წყობიდან სხდომათა დარბაზში ევროკავშირის დროშის გადმოფენამ გამოიყვანა და მთელი ოპოზიცია კერპთაყვანისმცემლებად გამოაცხადა. პოლიტიკური დებატები პარლამენტში დილიდან ხმაურით დაიწყო. ოპოზიცია ოცნების რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.