საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლო და დაუსაბუთებელი იყო - ღარიბაშვილი
საქართელოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლობა იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სლოვაკეთში "გლობალსეკის" ფორუმზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშილი ევროპელ პარტნიორებს უმტკიცებდა, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებდა, რადგან უკრაინასა და მოლდოვაზე სამჯერ წინაა.
მგონია, რომ ეს იყო უსამართლო, ეს იყო არადასაბუთებული, არამიზანშენოწილი ნაბიჯი. რა გზავნილია ეს რუსეთისთვის? რომ ჩვენ, ევროპელები, ვტოვებთ საქართველოს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას სამჯერ სჯობს. საქართველოსთვის უნდა მიენიჭებინათ სტატუსი. ჩვენი ქვეყანა ტრიოს ქვეყნებზე სამჯერ წინაა. ეს კითხვა დავუსვათ მეგობრებს, რატომ არ მოგვცეს? არც არგუმენტები, არც განმარტება გაგვაჩნია. მოლდოვას და უკრაინას მისცეს 12 პირობა, თუმცა სტატუსი წინასწარ მიანიჭეს, ამიტომ არ გვესმის რატომ. ამ გეოპოლიტიკურ, რთულ გარემოში არმინიწება სტატუსის საქართველოსთვის, რომელიც არის N1 ტრიოში, იქნება უშველებელი პოლიტიკური შეცდომა, - თქვა ფორუმზე ღრაიბაშვილმა.