პრემიერ ღარიბაშვილს აქვს, ან ირჩევს, რომ ჰქონდეს, ძალიან მოკლე მეხსიერება - ლექსმანი

30.05.23 14:39
პრემიერ ღარიბაშვილს აქვს, ან ირჩევს, რომ ჰქონდეს, ძალიან მოკლე მეხსიერება - ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ პრემიერს მოკლე მოხსიერება აქვს.

"პრემიერ ღარიბაშვილს აქვს, ან ირჩევს, რომ ჰქონდეს, ძალიან მოკლე მეხსიერება".- ამბობს ლექსმანი.

 პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.