ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს - აუსტრევიჩუსი
ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმე - ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ დასავლეთმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
"საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს! საქართველოს დღევანდელი მთავრობა აგრესორი რუსეთის რუპორი გახდა. დასავლეთმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ", - დაწერა აუსტრევიჩუსმა.
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.