ღარიბაშვილმა, ფაქტობრივად, საგარეო კურსის ცვლილება გამოაცხადა - სამადაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში სიტყვით გამოსვლას "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი "დაცინვას" უწოდებს. პოლიტიკოსის თქმით, პრემიერმა ევროპელ პარტნიორებს, ფქტობრივად, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების შესახებ განუცხადა. მისი თქმით, ნატოს სამიტის წინ მსგავსი განცხადებების გაკეთება, პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველოს ნატოშ გაწევრიანების განზრახვა არ აქვს.
არაერთმა მითხრა, რომ ეს იყო დაცინვა. ეტყობა, ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც ესაუბრება. მან ვერც კი დააფიქსირა სურვილი უკრაინის გამარჯვების. მან გამოაცხადა, ფაქტობრივად, საგარეო კურსის ცვლილება საქართველოში, როდესაც განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების სურვილმა გამოიწვია სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ ასეთი განაცხადი, რა თქმა უნდა, ეს არის, ფაქტობრივად გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს გეგმაში ნატოში გაწევრიანების თვალსაზირით წინ წასვლა, - ამბობს სამადაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა "გლობალსეკის" ფორუმზე თქვა, რომ უკრაინის წინააღმეგ რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი გახდა.