უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის NATO - ში გაწევრიანების განზრახვა გახდა - პრემიერი
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზრახვა გახდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში "გლობალსეკის" ფორუმზე ისაუბრა.
მიზეზი, მემგონი, ყველამ იცის, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს" - თქვა პრემიერმა.