ღარიბაშვილმა, ფაქტობრივად, NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც ხაზი გადაუსვა - ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ღარიბაშვილის ბრატისლავაში უსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს მოღალატეობრივ გზავნილებს უწოდებს და ამბობს, რომ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო პრემიერის განცხადებები.
ნაცვლიშვილის თქმით, ღარიბაშვილმა ფაქტობრივად, NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს ხაზი გადაუსვა.
ძალიან მძიმე იყო საქართველოს პრემიერის სტატუსით მოძრავი ადამიანის განცხადების მოსმენა დღეს მორიგი გლობალური სამიტიდან, სადაც მან არამხოლოდ ევროკავშირის გაწევრიანების სურვილზე, ფაქტობრივად, გამოხატა უარი, არამედ NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხსაც გადაუსვა ხაზი. ძალიან მძიმეა, ისმენდე ასეთ ნათელ, მკაფიო, დიახ, მოღალატეობრივ გზავნილებს საერთაშორისო ტრიბუნებიდან".- განაცხადა ნაცვლიშვილმა
დღეს ღარიბაშვილმა ბრატისლავაში უსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინის რიტორიკა გაიმეორა და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების ერთ-ერთი "მიზეზი" NATO-ს გაფართოება იყო.