"ოცნება" კრემლის კარტით თამაშობს" - მარკო მიხელსონი
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურება:
"ეს უკვე ნათქვამია. "ქართული ოცნება" კრემლის კარტით თამაშობს" - წერს ის.
საქართველოს პრემიერმა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყება NATO-ში გაერთიანების სურვილს დააბრალა.