რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა "NATO"-სკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო - კობახიძე
რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა "NATO"-სკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო - ღარიბაშვილის რიტორიკა მისმა თანაგუნდელმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთში გაიმეორა.
კობახიძემ თავის გასასამართლებლად, კვლავ წინა ხელისუფლებაზე მიიტანა იერიში და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ სთავაზობდა რუსეთის ფედერაციას ნატოს დათმობას, ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ.
"მიხეილ სააკაშვილი იყო სწორედ რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა ერთ-ერთი რამ, ის პირდაპირ სთავაზობდა რუსეთის ფედერაციას ნატოს დათმობას, ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ, დაადასტურა მიხეილ სააკაშვილმა, ეს არის მისი დამოკიდებულება. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე, არც რომელიმე სხვა გუნდის წევრი, ამაზე არ ყოფილა წევრი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, ეს ფაქტის კონსტატაცია არაერთხელ განუხორციელებიათ დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებსაც, საუბარია რაზე, რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა "NATO"-სკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს, ეს არის ფაქტის კონსტატაცია" - თქვა ირაკლი კობახიძე.