თუ მოღალატე არ ხარ შენი ქვეყნის, რატომ შეიძლება შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე - ბოკერია პრემიერზე

30.05.23 15:24
თუ მოღალატე არ ხარ შენი ქვეყნის, რატომ შეიძლება შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე - ბოკერია პრემიერზე

თუ მოღალატე არ ხარ შენი ქვეყნის, რატომ შეიძლება შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე - "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატად აფასებს.

ბოკერიას თქმით, ღარიბაშვილმა ერთი ერთში გაიმეორა რუსეთის არგუმენტი, რომ უკრაინის სურვილმა, რომ NATO-ს წევრი გამხდარიყო, გამოიწვია რუსეთის აგრესია.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და შემდგომში უკრაინის წინააღმდეგ, ამის ნაცვლად ერთი ერთში გაიმეორა ის ცრუ არგუმენტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტების ან მათი პირდაპირ დაქირავებული ადამიანების სალაპარაკო მცდარი თეზისი, რომ თითქოს NATO-ს გაფართოებამ აღმოსავლეთით და საქართველოს და უკრაინის სურვილმა, რომ NATO-ს წევრი გამხდარიყო, გამოიწვია რუსეთის აგრესია.

რატომ შეიძლება, თუ მოღალატე არ ხარ შენი ქვეყნის, შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისთვის? ამას უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება - საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი". - ამბობს ბოკერია

პრემიერმა ბრატისლავაში თქვა, რომ  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.