უნამუსოდ უსამართლო - გია ვოლსკი ზელენსკის განცხადებაზე
ზელენკის პოლიტიკური გზავნილები ევროპის პოლიტიკური სამიტიდან, "ქართულმა ოცნებამ" თავდასხმად აღიქვა. უნამუსოდ უსამართლო - ასე პასუხობს გია ვოლსკი ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრიანის პრეზიდენტის კრიტიკას ღარიბაშვილი ჯერ დუმილით ხვდება, თუმცა მოქმედებაზე მისი გუნდი გადავიდა.
არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. სამწუხაროა, რომ იგი განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ამისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალზე გადაცემის საკითხზე. თუკი აქ განსხვავებას ვერ ახერხებს, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელიც მიმართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს, ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში". - ამბობს გია ვოლსკი.