ილია დარჩიაშვილმა ზელენსკის განცხადებას "გაუგებარი" უწოდა

01.06.23 17:57
ილია დარჩიაშვილმა ზელენსკის განცხადებას "გაუგებარი" უწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მას "გაუგებარს" უწოდებს. 

არ ვიცი, გაუგებარი არის ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება, ამ კონტექსტში. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან, - თქვა ილია დარჩიაშვილმა. 

მისი თქმით,  საქართველო ხშირ შემთხვევაში გაუგებარ კომენტარებზე პოზიციონირებას არ აკეთებს.

"პასუხს არ ვცემთ, რადგან გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ და გვერდში ამოვუდგეთ" - დასძინა მინისტრმა.